პრემიერ-მინისტრი და მთავრობის წევრები წყალტუბოში, ახალ ტურისტულ ადგილზე თეთრა მღვიმეში იმყოფებოდნენ, რომელიც პირველი ეკოტურისტული სივრცეა საქართველოში. ვიზიტორებს შესაძლებლობა ექნებათ დაათვალიერონ მღვიმე და გაეცნონ მის უნიკალურ ისტორიას. მღვიმის ტერიტორიაზე აშენდა ვიზიტორთა ცენტრი, მოეწყო ღვინის სადეგუსტაციო და ტურისტული დანიშნულების ლოკაცია და ბილიკები. მღვიმე აღიჭურვა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სახანძრო და ავარიული უსაფრთხოების სისტემებით, დამონტაჟდა თანამედროვე გარე და შიდა განათების სპეციალური სისტემა. თეთრას მღვიმე პირველია, რომელიც ადაპტირებული იქნება შშმ პირებისთვის.