ტერორიზმის საქმის არსებითი განხილვა დაცვის მხარის შესავალი სიტყვით დაიწყო
სასამართლოში ტერორიზმის საქმის არსებითი განხილვა გრძელდება. ექვსი ბრალდებულის პროცესი დღეს დაცვის მხარის შესავალი სიტყვით დაიწყო.
ადვოკატმა სხდომაზე ბრალდების მტკიცებულებებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ისინი ბრალის დასამტკიცებლად არ არის საკმარისი.
სხდომაზე დაიწყო პროკურატურის მტკიცებულებების გამოკვლევა და დაიკითხა პირველი მოწმე.