ტერორისტული თავდასხმა დაღესტანში

დაღესტანში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა.

რესპუბლიკა შეიარაღებული თავდასხმის შედეგად გარდაცვლილ ათეულობით ადამიანს გლოვობს. საზარელი თავდასხმა დაღესტნის ორ ქალაქში – დერბენტსა და მახაჩკალაში – მოხდა, დამნაშავეთა სამიზნე კი სინაგოგები, ეკლესია და პოლიციის განყოფილება იყო. თავდასხმის შედეგად დაღუპულთა შორის არიან მღვდელი, რიგითი მოქალაქეები და სამართალდამცველები. ბოლო ცნობებით, ლიკვიდირებულია 6 თავდამსხმელი.

მომხდარზე გამოძიება ტერორისტული თავდასხმის მუხლით

მიმდინარეობს.