თერჯოლის მოსახლეობა სხვადასხვა სერვისს ერთი ფანჯრის პრინციპით მიიღებს.
იუსტიციის სახლის მშენებლობა დასრულდა. ეს არის არქიტექტორ მიხეილ გიორგობიანის პროექტით აშენებული თანამედროვე შენობა, სადაც ადგილობრივები 500-მდე მომსახურებით ისარგებლებენ. ადგილზე ქორწინების სახლიც განთავსდება. სამშენებლო სამუშაოები სამი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. გახსნის ცერემონიალს პრემიერიც დაესწრო.