სკოლებში ინოვაციური პროექტების დანერგვა დაიწყო. სწავლის პროცესში თანამედროვე ტექნოლოგიები იქნება გამოყენებული. შეიქმნება ელექტრონული ბიბლიოთეკები, ასევე საერთო ელექტრონული ქსელი მასწავლებლებისთვის.
პროექტის ნაწილია სკოლებში მედიაწიგნიერების განვითარებაც.
მოსწავლეებს ასწავლიან, როგორ განასხვავონ ყალბი ახალი ამბავი რეალური ინფორმაციისგან. განათლების სამინისტროსთან ერთად პროექტში კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიაც იქნება ჩართული.