ტექნოლოგიურ სფეროში სიახლეებს და თანამედოვე ტენდენციებს ქართველ სტარტაპერებს და სტუდენტებს მსოფლიოს ტექნოლოგიური გიგანტების წარმომადგენლები უზიარებენ.
თბილისში საერთაშორისო ტექნოლოგიური კონფერენცია ტარდება. მომხსენებლებს შორის არიან „გუგლის“, „ტესლას“, „სიმენსის“ და „სამსუნგის“ მენეჯმენტის წარმომადგენლები.
დედაქალაქის შემდეგ კონფერენცია ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაგრძელდება.