მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ 12-პუნქტიანი ვალდებულებების შესასრულებლად, სამოქმედო გეგმას საზოგადოებას უახლოეს პერიოდში წარუდგენენ. ამ საკითხზე უმრავლესობის სხდომა, სავარაუდოდ, მიმდინარე კვირაში გაიმართება.
„ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ მზად არიან ითანამშრომლონ ოპონენტებთანაც, თუმცა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიცია დეპოლარიზაციისკენ გადადგამს ნაბიჯს.