შპს „ემ ეს ჯგუფში“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ რამდენიმე თვის წინ ჩატარებული სპეცოპერაციის საკითხზე კომპანიის ადვოკატმა პრესკონფერენცია გამართა.
მიშა რამიშვილის განცხადებით, მიუხედავად ექსპერტის დასკვნისა, რომ კომპანიაში კანონდარღვევა არ მომხდარა, სამართალდამცველებმა ორგანიზაციის კუთვნილი ტექნიკა და მფლობელთა პირადი მობილური ტელეფონები ჯერ კიდევ არ დააბრუნეს. პრესკონფერენციაზე განცხადება გააკეთა შუქრი ბურჭულაძემაც, რომელიც მისი კომპანიის საქმეზე სუს-ის ქმედებებს ზეწოლად აფასებს.
18 მარტს შუქრი და ალექსანდრე ბურჭულაძეების კუთვნილ კომპანია „ემ ეს გრუპში“ სუს-მა სპეცოპერაცია ჩაატარა, რაც კომპანიიდან მოქალაქეებისთვის კორონავირუსთან დაკავშირებით გაგზავნილ ცრუ შეტყობინებას უკავშირდებოდა.