ტექინსპექტირების ცენტრებზე კონტროლი მკაცრდება

მომავალი წლიდან ავტომანქანების ტექნიკური ინსპექტირების ცენტრებზე კონტროლი გამკაცრდება. პირველ ეტაპზე იგეგმება სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს თანამშრომლების გადამზადება, რადგან სწორედ სააგენტო განახორციელებს პროცესზე მონიტორინგს.

დაგეგმილია სანქციების შემოღება და ფულადი ჯარიმები ინსპექტირების ცენტრების მიმართ. ასევე ცნობილია, რომ ამ ეტაპზე პირველადი ინსპექტირების საფასური არ გაიზრდება. მონიტორინგის აუცილებლობა ავტომანქანების შემოწმებისას არსებულმა ხარვეზებმა გამოიწვია. ახალი წესი 2025 წლის 3 იანვრიდან ამოქმედდება.