საქართველო საზღვრების გახსნას თუ გაუძლებს, ეს იქნება ისტორიული მოვლენა, ამისათვის კი ქვეყანა სათანადოდ უნდა მოემზადოს, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა განაცხადა. თენგიზ ცერცვაძის თქმით, კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობით, საქართველო იშვიათი გამონაკლისია. თუმცა ახლა ყველაზე საყურადღებო საერთაშორისო ტურიზმის გახსნაა, რამაც შესაძლოა, ქვეყანაში ეპიდსიტუაციია გაართულოს.