ახალი კორონავირუსის გავრცელებას და შემთხვევების მატებას არ გამორიცხავს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი. თენგიზ ცერცვაძე მოუწოდებს მოსახლეობას, დაიცვან რეკომენდაციები და შეზღუდვების გარკვეული ნაწილის შენარჩუნება მოხდეს. მისივე განმარტებით, ტურიზმის გახსნასთან ერთად, ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზრდება. ცერცვაძე აცხადებს, რომ ამისათვის კლინიკური სექტორი სრულ მზადყოფნაშია.