თენგიზ არჩვაძე გარდაიცვალა

91 ასაკში საქართველოს დამსახურებული არტისტი თენგიზ არჩვაძე გარდაიცვალა. ის 1954 წლიდან კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრის მსახიობი იყო და 46 კინოროლი აქვს შესრულებული. 1967-1972 წლებში იყო რუსთავის თეატრის მსახიობი; მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: „მოკვეთილი“, „დედა“, „ღალატი“, „თვალი პატიოსანი“, „როცა ქალაქს სძინავს“ „მე ვხედავ მზეს“ და სხვა. თენგიზ არჩვაძეს არაერთი ჯილდო და პრემია აქვს მიღებული. ის იყო თბილისის საპატიო მოქალაქე და მიღებული აქვს ღირსების ორდენი.

მსახიობის გარდაცვალების გამო, ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. ირაკლი ღარიბაშვილმა თენგიზ არჩვაძის ღვაწლზე სოციალურ ქსელში ისაუბრა და ოჯახსა და ახლობლებს სამძიმარი გამოუცხადა.