წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ამომრჩეველს ბორჯომში ხვდება თემურ შაშიაშვილი.
პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა მოქალაქეებს საარჩევნო პრიორიტეტები გააცნო. თემურ შაშიაშვილმა მოქალაქეებს საკუთარი პროგრამული დოკუმენტი დაურიგა სათაურით – “ასე ცხოვრება აღარ შეიძლება”. პროგრამული დოკუმენტი წიგნის სახით არის გამოცემული.
როგორც თეიმურაზ შაშიაშვილმა განაცხადა, პრეზიდენტად მისი არჩევის შემთხვევაში ქვეყანაში სიყალბე დასრულდება.