„ტელესკოლის“ პროექტში ეთნიკური უმცირესობებისთვის გათვალისწინებულ გაკვეთილებს ახალი საგნები დაემატა. სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე მათემატიკის, ბუნების, ბიოლოგიის, ასევე სომხურისა და აზერბაიჯანულის, როგორც მშობლიური ენების, ტელეგაკვეთილები ყოველდღიურად ჩატარდება და ის პირველიდან მეთორმეტე კლასის პროგრამაზე იქნება მორგებული. სიახლეა აბიტურიენტებისთვისაც, რომლებსაც ზოგადი უნარების ტელეგაკვეთილებს შესთავაზებენ.
„პირველი არხი – განათლების“ ეთერში განათლების სამინისტროსთან ერთად მომზადებული უპრეცედენტო პროექტი 30 მარტიდან დაიწყო. მაშინ, როცა პანდემიის გამო სკოლები დახურულია, ტელესკოლის პროექტი ყველა მოსწავლეს საშუალებას აძლევს, სატელევიზიო გაკვეთილებს უყუროს, რომლებსაც გამოცდილი პედაგოგები ატარებენ.
პირველი არხი | განათლება