თელავში ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად ორი მამაკაცი დაშავდა.
წინასწარი ინფორმაციით, დახურულ სივრცეში ბუნებრივმა აირმა გაჟონა და დაგროვდა, რამაც აფეთქება გამოიწვია.
დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
ექიმების განცხადებით, პაციენტებს სხეულის დამწვრობა აღენიშნებათ და მათ სავარაუდოდ, თბილისში, დამწვრობის ცენტრში გადმოიყვანენ. შსს-ს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.