პროექტის ფარგლებში, „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ კახეთს ზედიზედ მეოთხედ მიენიჭა „სუფთა რეგიონის“ სტატუსი. გაგაცნობთ 85 წლის თელაველ ქალბატონს, რომელმაც მათემატიკის მასწავლებლობიდან საქმიანობა მეეზოვედ გააგრძელა და ქალაქის ისტორიულ ნაწილს ხალისით ასუფთავებს.
თელავის საპატიო მოქალაქის შესახებ სიუჟეტი ჟანა დიდებაშვილმა და ზვიად ყარაულაშვილმა მოამზადეს.