თელავის აეროპორტის ახალი პროექტი

თანამედროვე შენობა ალაზნის ველის ხედით – საქართველოში მოქმედ აეროპორტებს კიდევ ერთი დაემატება.

თელავში სამშენებლო სამუშაოები იწყება. უკვე გამოვლენილია კომპანია, რომლის პროექტითაც ახალი ტერმინალი აშენდება. პროექტი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის გაფართოებასაც გულისხმობს. 13 კონკურსანტს შორის კომპანია „ხმალაძე არქიტექტორების“ მიერ წარდგენილი საპროექტო დოკუმენტაცია და დიზაინი მოიწონეს. თელავის ახალი აეროპორტის მშენებლობა ძველი აეროდრომის ადგილზე იგეგმება. შიდა რეისების დაწყებას რამდენიმე თვეში ვარაუდობენ.