კომპრომისი თუ ღალატი – დავით ბაქრაძის განცხადება დღეს იუსტიციის მინისტრმა შეაფასა. მისი თქმით, ოკუპანტთან კომპრომისზე საკუთარი ქვეყნის ინტერესის ხარჯზე მიდიოდა წინა ხელისუფლება, რომელმაც ვერ აიცილა რუსეთის ეს ტრაგიკული მახე, რომელსაც მასშტაბური ოკუპაცია მოჰყვა ჩვენს ქვეყანაში. თეა წულუკიანის განცხადებით, „ადამიანებმა, ვინც თურმე კომპრომისებით იარა რუსეთთან, ერთი მტკიცებულებაც კი არ დატოვა, რომ სტრასბურგში სახელმწიფოს დავა ეწარმოებინა და სანთლით არ ყოფილიყო საძებნელი ესა თუ ის მტკიცებულება“.