თეა წულუკიანი „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ უმრავლესობის მიერ მომზადებულ კანონპროექტს გამოეხმაურა. კულტურისა და სპორტის მინისტრი განმარტავს, რომ აღნიშნული კანონპროექტის მიზანი არა მოქალაქეთა უფლებების შეზღუდვა, არამედ ლგბტ პროპაგანდისგან ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების, ბავშვების დაცვაა.