იაკობ გოგებაშვილის სახელობის საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურული პრემიის მოსაპოვებლად, კონკურსი გამოცხადდა. კონკურსის პირობებსა და ვადებზე კულტურის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე მინისტრმა თეა წულუკიანმა ისაუბრა. მისი განცხადებით, კონკურსის მიზანია საბავშვო ლიტერატურის განვითარების ხელშეწყობა, საგამომცემლო სექტორის მხარდაჭერა, ლიტერატურული პროცესების განვითარება, ქართველი ავტორების პოპულარიზაცია და ახალი, ნიჭიერი ავტორების აღმოჩენა. კონკურსში გამარჯვებულები გამოვლინდებიან რვა ნომინაციაში და გაიცემა 11 პრემია. ლიტერატურული კონკურსი „იაკობ გოგებაშვილის სახელობის საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურული პრემიის“ მოსაპოვებლად, საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერითა და სსიპ „შემოქმედებითი საქართველოს“ ორგანიზებით, მესამე წელია იმართება.