კულტურის მინისტრის ხმაურიანი გამოსვლა დეპუტატების წინაშე.
თეა წულუკიანი მინისტრის საათის ფორმატში პარლამენტარებს პასუხობს. დაისვა საკმაოდ მწვავე შეკითხვები. ყველაზე დიდი ინტერესი გელათის სამონასტრო კომპლექსში მიმდინარე მრავალწლიანი რესტავრაციის პროცესის მიმართ გამოითქვა. ოპოზიციონერმა დეპუტატებმა წულუკიანს გელათის მთავარი ტაძრის გადახურვასთან და კედლის მხატვრობასთან დაკავშირებული სამუშაოების, ასევე დასკვნების და დოკუმენტაციის გასაჯაროებისკენ მოუწოდეს. იყო მწვავე ეპითეტებიც. კულტურის მინისტრი ოპონენტებმა საკადრო წმენდაში და მედია-საშუალებების მიმართ შერჩევით დამოკიდებულებაშიც დაადანაშაულეს. არანაკლებ მწვავეა „ქართული ოცნების“ ყველაზე სტაჟიანი მინისტრის ტონიც.
თამუნა წიკლაური ადევნებს თვალს კითხვა-პასუხის რეჟიმის.