თეა წულუკიანი თურქ, დანიელ და მოლდოველ კოლეგებს შეხვდა - რა საკითხები განიხილეს მხარეებმა
იუსტიციის მინისტრი, კოპენჰაგენის მინისტერიალის ფარგლებში, თურქ, დანიელ და მოლდოველ კოლეგებს შეხვდა. დანიის იუსტიციის მინისტრთან შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოს მოქალაქეების მიერ უვიზო მიმოსვლის წესების დარღვევის შემთხვევებს.
თეა წულუკიანმა დანიელ კოლეგას შესთავაზა, გერმანიის, ისლანდიის და სხვა ქვეყნების მსგავსად, საქართველო უსაფრთხო ქვეყანად აღიარონ, რადგან საქართველოში ადამიანის უფლებები დაცულია. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოსა და თურქეთის პროკურატურის ორგანოები კარგად თანამშრომლობენ და ეს თანამშრომლობა უნდა გაძლიერდეს.
დანიის დედაქალაქში მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციაც გაიმართა, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის სისტემის წინაშე არსებულ გამოწვევებს მიეძღვნა.