თეა წულუკიანი სტრასბურგში კონფერენციას ესწრება

საქართველოს იუსტიციის მინისტრი სტრასბურგში იმყოფება. თეა წულუკიანი საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობს.

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის ორგანიზატორობით მიმდინარე ღონისძიების მიზანი „გრეკოს“-ს წევრი ქვეყნების გამოცდილების გაზიარება, მათი საჭიროებების გამოვლენა და ანტიკორუფციული რისკების აღმოფხვრისათვის სამომავლო ნაბიჯების განსაზღვრაა.