თეა წულუკიანი მოსამართლეების უვადოდ გამწესებასა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე მომხდარ დაპირისპირებას ეხმაურება
იუსტიციის მინისტრი მოსამართლეების უვადოდ გამწესებასა და ამ საკითხზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ბოლო სხდომაზე მომხდარ დაპირისპირებას ეხმაურება. თეა წულუკიანი ფიქრობს, რომ აუცილებელია საბჭოს წევრებს შორის კომუნიკაციის გაუმჯობესება.
მისივე თქმით, მოსამართლეების დანიშვნის საკითხი მთავრობას არ ეხება და ეს მართლმსაჯულების საკითხია. რამდენიმეკვირიანი პაუზის შემდეგ, მოსამართლეების უვადოდ გამწესებას, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ გუშინ მოაწერა ხელი. ამას კი წინ უსწრებდა უზენაეს სასამართლოში საბჭოს წევრებთან და კანდიდატების ნაწილთან დახურული შეხვედრა.
პარალელურად, გავრცელდა ინფორმაცია, რომ გვენეტაძე თანამდებობის დატოვებას აპირებდა, თუმცა დღევანდელ განცხადებაში უზენაესი სასამართლო ამბობს, რომ თავმჯდომარე ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას.