შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს პარლამენტში მოუსმინეს. სახელმწიფო მინისტრმა დეპუტატებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს კომისიის დახურულ სხდომაზე შერიგებისა და ჩართულობის სახელმწიფო პოლიტიკის, მათ შორის სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ განხორციელების მიმდინარეობის თაობაზე მიაწოდა ინფორმაცია.
მანვე ყურადღება გაამახვილა მშვიდობის ფონდის მიერ გაწეულ საქმიანობაზეც. გამოსვლის შემდეგ თეა ახვლედიანმა კომისიისა და კომიტეტის წევრების კითხვებსაც უპასუხა.