თეა ახვლედიანი ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა

სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა. აღინიშნა ევროკავშირის მნიშვნელოვანი როლი და მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკის გატარების, ასევე კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში. ხაზი გაესვა ევროკავშირის ნდობის აღდგენის მექანიზმებისა და მათი შემდგომი გაძლიერების მნიშვნელობას.

მხარეებმა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა კუთხით არსებულ ვითარებაზე, ასევე საქართველოს მთავრობის შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის განხორციელებაზე და სამომავლო ხედვებზე იმსჯელეს.