ცნობილი უხმო ფილმი მუსიკალური აკომპანიმენტით.
ბრიტანელი რეჟისორის, ალფრედ ჰიჩკოკის ფილმი „შანტაჟი“ თბილისის საერთაშორისო კინო-ფესტივალს გახსნის. ნილ ბრენდის მიერ სპეციალურად ამ ფილმისთვის დაწერილ მუსიკას თითქმის 80 წუთის განმავლობაში „ალტერ ორკესტრი“ შეასრულებს. პირველი დეკემბრიდან 8 დეკემბრის ჩათლით, ფესტივალზე 100-ზე მეტი ფილმი იქნება ნაჩვენები. წელს ბრიტანეთი ფესტივალის ფოკუს ქვეყანაა.