თბილისში ვიქტორ სანეევის ქუჩა გაიხსნება   

თბილისში, ქართული და მსოფლიო სპორტის ლეგენდის, ვიქტორ სანეევის სახელობის ქუჩა გაიხსნება. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხთან საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ ოლიმპიურ კომიტეტში გამართული სამგლოვიარო ცერემონიალის შემდეგ განაცხადა.

ლეგენდარულ ათლეტს, სიგრძეზე ხტომაში სამგზის ოლიმპიურ ჩემპიონს, საქართველოს მეოცე საუკუნის საუკეთესო სპორტსმენს, ვიქტორ სანეევს ხუთშაბათს, 13 იანვარს, თბილისის დროით 04:55 საათზე სიდნეიში დაკრძალავენ. საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში დღეს სამგლოვიარო ცერემონია გაიმართა, ოლიმპიურ მუზეუმში მოეწყო სპეციალური ადგილი და გაიხსნა სამძიმრის წიგნი.