აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში თბილისში ტურიზმთან დაკავშირებული ღონისძიება გაიხსნა.
გაიმართა ვორქშოფი, რომლის მიზანი ტურიზმის სფეროში თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით ახალი იდეების გენერირება და აბრეშუმის გზის ქვეყნებში საქართველოს ისტორიული როლის ახლებურად წარმოჩენაა.
ღონისძიებასა და სადისკუსიო პანელში მონაწილეობას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე და ტექნოლოგიის სფეროში მოღვაწე ექსპერტები მიიღებენ.