თბილისში საგზაო მოძრაობის ტექნიკური საშუალებების მუშაობის მონიტორინგი იწყება
დედაქალაქის მასშტაბით, საგზაო მოძრაობის ტექნიკური საშუალებების მუშაობის მონიტორინგი იწყება. პროცესი საგზაო ნიშნების, მონიშვნებისა და შუქნიშნების მდგომარეობის შესწავლასა და შესასრულებელი სამუშაოების გადამოწმებას ითვალისწინებს.
ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის თანამშრომლები თბილისის ყველა უბანს მოივლიან და ვითარებას ადგილზე გაეცნობიან.