თბილისში საბავშვო ევროვიზიის მონაწილეთა დელეგაციები პორტუგალიიდან და ნიდერლანდებიდან უკვე ჩამოვიდნენ
თბილისში საბავშვო ევროვიზიის მონაწილეთა დელეგაციები პორტუგალიიდან და ნიდერლანდებიდან უკვე ჩამოვიდნენ. რაც შეეხება სხვა მონაწილეებს, ისინი დედაქალაქს მომდევნო დღეებში ესტუმრებიან.
მუსიკალური კონკურსის გახსნის ოფიციალური ცერემონია 20 ნოემბერს, 18:30 საათზე, საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართება. ღონისძიებაში საბავშვო ევროვიზიის 16 ქვეყნის დელეგაცია მიიღებს მონაწილეობას. სწორედ ამ დღეს გაირკვევა, ვინ რომელ ნომრად გამოვა კონკურსზე.
საბავშვო ევროვიზიის გრანდიოზული შოუ 26 ნოემბერს, 19:00 საათზე, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება.