თბილისში მორიგი აქცია-მსვლელობა იმართება

თბილისში მორიგი აქცია-მსვლელობა იმართება. ორგანიზატორი ამჯერად ჯგუფი „დაიტოვეა“, რომელსაც პრეზიდენტის ქარტიაზე ხელმომწერი კოალიციისა და პარტიების ლიდერებიც შეუერთდნენ. აქციის მონაწილეები თავდაპირველად თავისუფლების მოედანზე შეიკრიბნენ და მსვლელობით ბარათაშვილის ხიდისკენ გაემართნენ, სადაც მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროებზე ჩასასვლელები ჩაკეტეს. გაკეთდა მოწოდება, რომ მაქსიმალური დისკომფორტის შექმნის მიზნით, ერთდროულად დედაქალაქის ბევრი ქუჩის პარალიზება მოხდეს. ოპოზიციონერმა ლიდერებმა კი დღეს კიდევ ერთხელ განაცხადეს, რომ პროტესტი არ შეწყდება და აქციებს ყოველდღიური სახე ექნება.