თბილისში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა. მას ორი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობას ედავებიან. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ყოფით თემაზე არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, მეზობლად მცხოვრებ 39 წლის მამაკაცს და მის მეგობარს სანადირო თოფიდან რამდენიმე გასროლით ჭრილობები მიაყენა. ორივე მათგანი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. პოლიციამ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს.