თბილისში მკვლელობა მოხდა

მკვლელობა თბილისში.

მამაკაცს საკუთარ საცხოვრებელ სახლში ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლეს. არსებული ინფორმაციით, ის ბიზნესსაქმიანობით იყო დაკავებული და წილებს სხვადასხვა კომპანიაში ფლობდა. დანაშაული ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე მოხდა.

დაჭრილია ბინაში მყოფი ქალიც, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება განზრახ მკვლელობისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით აღძრა.