თბილისში კონფერენცია „დემოკრატია და უსაფრთხოება“ იმართება

თბილისში კონფერენცია „დემოკრატია და უსაფრთხოება“ სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის ორგანიზებით მიმდინარეობს.

შეხვედრის ფარგლებში მენტორები ისაუბრებენ ევრაზიის რეგიონში მიმდინარე პროცესებზე და იქ არსებულ სიტუაციაზე დემოკრატიისა და უსაფრთხოების კუთხით.

შეხვედრა ერთდღიანია და ამერიკის შეერთებული შტატების დემოკრატიის ეროვნული ფონდის დაფინანსებით ტარდება.