თბილისში ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

ტაბიძის ქუჩაზე მდებარე აზიის განვითარების ბანკის წინ ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

საპროტესტო აქცია „მდინარეთა დაცვის საერთაშორისო დღესთან“ დაკავშირებით, ზემო და ქვემო სვანეთის, რაჭისა და ლეჩხუმის, ხევისა და მთიულეთის ადგილობრივი მოსახლეობის ორგანიზებით ტარდება. ისინი ფინანსურ ინსტიტუტებს მოუწოდებენ, არ დააფინანსონ დიდი კაშხლური ტიპის პროექტები, რომელიც მეწყრული პროცესებისა და წყალმოვარდნების გამომწვევი მიზეზი ხდება.

როგორც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა დავით გულბანმა განაცხადა, აქციაზე მოქალაქეები ჩამოსული არიან რაჭიდან და სვანეთიდანაც, რომლებიც ამ მოთხოვნებს მსვლელობით პარლამენტის და ევროპის განვითარების ბანკის წინაც გააჟღერებენ.