თბილისში ევროპული საბჭოს პრეზიდენტს ელოდებიან

დღეს თბილისში ევროპული საბჭოს პრეზიდენტს ელოდებიან. შარლ მიშელი ოფიციალურ ვიზიტს ხვალიდან დაიწყებს და საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერსა და პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდება.  დაგეგმილია მოლაპარაკებები ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან. გარდა ამისა, ევროპის საბჭოს პრეზიდენტი გაემგზავრება საოკუპაციო ხაზთან და ვითარებას ადგილზე  გაეცნობა. ტურნეს ფარგლებში, შარლ მიშელი ასევე ეწვევა მოლდოვასა და უკრაინას. საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის შეფასებით, ევროსაბჭოს პრეზიდენტის ვიზიტი, ევროკავშირის მნიშვნელოვანი პარტნიორის მხარდაჭერის გამოხატულებაა.

მოამბე