თბილისში დაგეგმილ ღონისძიებას ქუთაისიდან 3 700-ზე მეტი ადამიანი უერთდება
თბილისში დაგეგმილ ღონისძიებას ქუთაისიდან 3 700-ზე მეტი ადამიანი უერთდება. პარტია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების განცხადებით, ეს მხოლოდ რეგისტრირებულთა რაოდენობაა და დედაქალაქში საზეიმო ღონისძიებას ქალაქიდან ბევრად მეტი ადამიანი დაესწრება. პარტიის მხარდამჭერები ქუთაისში სპორტის სასახლესთან შეიკრიბნენ და ამის შემდეგ თბილისისკენ გამოემგზავრნენ.