თბილისი ქალაქის დღესასწაულს ზეიმობს. თბილისობა 2024 წელს ორ ლოკაციაზე რიყის პარკსა და ორბელიანის მოედანზე აღინიშნება. მიმდინარეობს გასართობი და შემეცნებითი აქტივობები, რომლებშიც ნებისმიერ მსურველს შეუძლია მონაწილეობის მიღება. მოწყობილია დეკორაციები და ინსტალაციები, იმართება გასტრონომიული და ღვინის ფესტივალები. ორბელიანის მოედანზე მივიდნენ თბილისის მერი და მთავრობის წევრები, რომლებმაც მოსახლეობას თბილისობა მიულოცეს.
კესო ქაფიანიძე დეტალებით პირდაპირ ეთერში.