თბილისობა 2024 - ჩართვა რიყის პარკიდან

დედაქალაქი თბილისობას ზეიმობს. სახალხო ზეიმისთვის მიძღვნილი ღონისძიებები ორ ლოკაციაზე – რიყის პარკსა და ორბელიანის მოედანზე იმართება. მოწყობილია დეკორაციები და ინსტალაციები, გასტრონომიული და ღვინის ფესტივალები, ლოკაციებზე ასევე განთავსებულია სამეწარმეო მარკეტები და ღია კინოთეატრები. დღეს საღამოს კი დედაქალაქის მერი თბილისის საპატიო მოქალაქეებს დააჯილდოებს.

კესო ქაფიანიძის ჩართვა რიყის პარკიდან პირდაპირ ეთერში.