თბილისობა 2024 გრძელდება. ორდღიანი ღონისძიებები წელს ორ ლოკაციაზე – რიყის პარკსა და ორბელიანის მოედანზე მიმდინარეობს. მოწყობილია დეკორაციები და ინსტალაციები, იმართება გასტრონომიული და ღვინის ფესტივალები, განთავსებულია სამეწარმეო მარკეტები და ღია კინოთეატრები. დღეს საღამოს კი თბილისობა გალა კონცერტით დასრულდება.
კესო ქაფიანიძის ჩართვა ორბელიანის მოედანიდან.