ორდღიანი ღონისძიებები რიყის პარკში საზეიმო გალა კონცერტით დასრულდა.
მსმენელის წინაშე ქართული ესტრადის შემსრულებლები ქალაქური მუსიკით წარდგნენ. სახალხო დღესასწაულის პროგრამა დატვირთული იყო დღის საათებშიც. ორბელიანის მოედანსა და რიყის პარკში მოეწყო დეკორაციები და ინსტალაციები, გაიმართა გასტრონომიული და ღვინის ფესტივალები. პატარებს კი ქართული ანიმაციის ნახვა ღია კინოთეატრებში შეეძლოთ.