„თბილისობა 2023“

დღეს და ხვალ დედაქალაქში „თბილისობა“ აღინიშნება. გასართობი ღონისძიებები ძირითადად სამ ლოკაციაზეა მოწყობილი. სტუმრებს აბანოთუბანში, ორბელიანის მოედანსა და რიყის პარკში ელოდებიან. სახალხო ზეიმისთვის მოწყობილი სივრცეები მრავალფეროვანი პროგრამით არის დატვირთული – გასტრონომიული ფესტივალი, სამეწარმეო მარკეტი, ღვინის დეგუსტაცია, მასტერკლასები და, რა თქმა უნდა, სახალისო აქტივობები ბავშვებისთვის. დღის ბოლოს კი ტრადიციულად საპატიო თბილისელების დაჯილდოების ცერემონია გაიმართება.

კესო ქაფიანიძე აშუქებს დილიდან მიმდინარე ღონისძიებებს. ჩემი კოლეგა ამჯერად ორბელიანის მოედანზე იმყოფება, სადაც როგორც ვხედავთ, ხალხმრავლობაა – რა ელოდებათ დღეს დედაქალაქის მცხოვრებლებს და სტუმრებს.