„თბილისობა 2018“ გრძელდება.
დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, რიყის პარკში დღესაც გაიმართება გასტრონომიული ფესტივალი, წარმოდგენილი იქნება ცოცხალი მუსიკა, საბავშვო გასართობი პროგრამები და რარიტეტული ავტომანქანების გამოფენა.
ქართული ხმების კონცერტი, თბილისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოება და გრანდიოზული გალა-კონცერტი – ასეთი იქნება თბილისობის დასკვნითი დღე.