ძველ თბილისში რევაზ ლაღიძის ბიუსტი გაიხსნა

„თბილისობა 2018“ გრძელდება. რიყის პარკში დღესაც იმართება გასტრონომიული ფესტივალი, წარმოდგენილია საბავშვო გასართობი პროგრამები და რარიტეტული ავტომანქანების გამოფენა.

ძველ თბილისში, ბარათაშვილის ქუჩაზე კომპოზიტორ რევაზ ლაღიძის ბიუსტი გაიხსნა.

ღონისძიებას თბილისის მერი, საკრებულოს თავმჯდომარე, კომპოზიტორის ოჯახის წევრები და მოქალაქეები დაესწრნენ.

ნამუშევარი თენგიზ აბრამიშვილს ეკუთვნის და ის წელს ტენდერის საშუალებით შეირჩა. ბიუსტი რევაზ ლაღიძის სიმღერების ფონზე გაიხსნა, რომელიც „ქართულმა ხმებმა“ შეასრულეს.