თბილისის წიგნის ფესტივალი

ათობით გამომცემლის სტენდი, ყველა ასაკისა და გემოვნების ადამიანისთვის განკუთვნილი ლიტერატურა და ვორკშოპები – ყველაზე დიდი ლიტერატურულ ფესტივალი დასასრულს უახლოვდება. თბილისის წიგნის დღეები „ექსპო ჯორჯიას“ მე-11 პავილიონშია მოწყობილი და დამთვალიერებელს ადგილზე მისვლა 19 საათამდე შეეძლება. 3-დღიანი ფესტივალი დღეს დასრულდება.