თბილისის წიგნის 25-ე საერთაშორისო ფესტივალი

თბილისის წიგნის საიუბილეო 25-ე საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა. მე-11 პავილიონში წარმოდგენილია როგორც ქართველი, ისე უცხოელი გამომცემლებისა და სხვადასხვა ორგანიზაციების მთავარი სტენდები, მე-6 და მე-5 პავილიონებში კი საბავშვო წიგნები და მათთან დაკავშირებული საბავშვო აქსესუარებია თავმოყრილი. ფესტივალის ფოკუს ქვეყანა წელს პოლონეთია. ფესტივალის ფარგლებში, რომელიც 28 მაისამდე გაგრძელდება, სხვადასხვა შემეცნებითი და საგანმანათლებლო ღონისძიებებია დაგეგმილი.