თბილისის სცენოგრაფიის საერთაშორისო ბიენალე

გამოფენები, სიმპოზიუმები, პლასტიკური გრიმის მასტერკლასები და რვა ქვეყნის სცენოგრაფების ნამუშევრები – თბილისის სცენოგრაფიის საერთაშორისო ბიენალე იწყება.

სცენოგრაფიის დარგში ერთ-ერთ მნიშვნელოვან საერთაშორისო პლატფორმაზე პროფესიონალებთან ერთად სტუდენტებიც იქნებიან წარმოდგენილები.

კულტურა და კრიზისები ასეთია წლევანდელი ბიენალეს მთავარი თემა, რომლის ფარგლებშიც თბილისში საკუთარ პროექტებს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული სცენოგრაფები წარმოადგენენ. ნაჩვენები იქნება   როგორც კინოს, ისე თეატრისა და ოპერის სცენოგრაფია. ბიენალე ხვალ გაიხსნება და 5 ოქტომბრამდე გაგრძელდება.