სცენოგრაფიის საერთაშორისო ბიენალე

თბილისში სცენოგრაფიის მესამე საერთაშორისო ბიენალე გაიხსნა. ბიენალეში მონაწილეობენ პროფესიონალები და სტუდენტები 12 ქვეყნიდან. ბიენალე მოიცავს სამ ძირითად ნაწილს: საერთაშორისო გამოფენას, ლაბორატორიას ოსტატებთან და სცენოგრაფიის საერთაშორისო სიმპოზიუმს. საერთაშორისო გამოფენა თბილისის ისტორიის მუზეუმში ორ – პროფესიონალურ და სტუდენტურ სექციად იყოფა. ბიენალეს საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში, ხვალიდან საერთაშორისო ექსპერტები ონლაინლექციებსა და მასტერკლასებს ჩაატარებენ. სცენოგრაფიის საერთაშორისო ბიენალე დღეს გაიხსნა და 28 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება.