სიახლეა თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკაში.
სამარშრუტო ტაქსებით მგზავრობის ფასი მცირდება. ამოქმედდება ინტეგრირებული სატარიფო სისტემა, რაც ნიშნავს, რომ მგზავრს, რომელსაც საათნახევრის განმავლობაში რამდენიმე ტრანსპორტის გამოცვლა უწევს, მხოლოდ ერთჯერადი მგზავრობის საფასურის გადახდა მოუწევს. სისტემა, რომელიც მეტროსა და მუნიციპალურ ავტობუსებში უკვე დანერგილია, პირველი აპრილიდან სამარშრუტო ტაქსებზეც გავრცელდება.